Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დღევანდელი დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხარკოვი უშუქოდაა დარჩენილი


რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგი დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგი დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე

ექვსამდე გაიზარდა 22 მარტის ღამეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ზაპოროჟიეში, სადაც უკრაინის უდიდეს დნეპრის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელდა იერიში. უკრაინელი ენერგეტიკოსების შეფასებით, დნეპრჰესს დიდი ზიანი მიადგა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის დროს სადგური რვაჯერ დაიბომბა. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ სადგურის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

კიდევ ორი ადამიანი ხმელნიცკში დაიღუპა.

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა თქვა, რომ ქალაქი "პრაქტიკულად მთლიანად სინათლის გარეშეა დარჩენილი", დღის განმავლობაში ქუჩის განათებებიც კი არ მუშაობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში საწარმოებსა და მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე "მასიური დარტყმა განხორციელდა მაღალი სიზუსტის შორსმსროლელი იარაღიდან".რუსეთში ამტკიცებენ, რომ "ყველა მიზანი მიღწეულია" და დეზორგანიზებულია სამრეწველო საწარმოების საქმიანობა, სადაც იარაღს არემონტებენ და უშვებენ.

XS
SM
MD
LG