Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ პოლიციის შენობაში 


ერევნის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. 24 მარტი, 2024
ერევნის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. 24 მარტი, 2024

ერევნის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. news.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ასევე აფეთქდა ყუმბარა.

ონლაინ რესურსის armlur.am-ის ცნობით, არიან დაჭრილები. თავდამსხმელები შესაძლოა იყვნენ ორგანიზაცია „საბრძოლო საძმოს“ წევრები, რომელთა რამდენიმე წარმომადგენელი 24 მარტს დილით დააკავეს.

როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცავებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წითელი ბერეტები. თვითმხილველების თქმით, განყოფილებასთან ასევე მისულია „საბრძოლო საძმოს“ რამდენიმე წევრი. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა ორგანიზაციის ინციდენტში მონაწილეობას უარყოფენ.

მოგვიანებით სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარგსიანმა განმარტა, რომ განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი დაიჭრა მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, რჩება პოლიციის შენობაში.

წინასწარი მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG