Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეზობელი ქალის დაჭრის საქმეზე პირს ბრალი წარუდგინეს


საილუსტრაციო ფოტო: პროკურატურის ოფისის შენობა
საილუსტრაციო ფოტო: პროკურატურის ოფისის შენობა

პროკურატურამ მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ცნობით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა] წარუდგინეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

XS
SM
MD
LG