Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში ბელარუსის დემოკრატიული ძალების ბიურო გაიხსნა


სტუმრებს შორის იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, რომელსაც სვიატლანა ციხანოუსკაიამ "კეთილმეზობლობის ჯვარი" გადასცა.
სტუმრებს შორის იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, რომელსაც სვიატლანა ციხანოუსკაიამ "კეთილმეზობლობის ჯვარი" გადასცა.

25 მარტს ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში ბელარუსის დემოკრატიული ძალების ბიუროს ოფიციალური გახსნა გაიმართა. თავის საინაუგურაციო შეხვედრაზე ოფისმა 50-მდე სტუმარს უმასპინძლა. სტუმრებს შორის იყვნენ ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩები.

ღონისძიების მთავარი სტუმარი იყო ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, რომელმაც ბელარუსის დემოკრატიული ძალების ოფისის გახსნას უწოდა მნიშვნელოვანი მომენტი, ხოლო ბელარუსის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის არსებითი პრიორიტეტი.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი იყო ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელმაც ოფისის გახსნას მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა ჩეხეთ-ბელარუსის ურთიერთობაში.

„ვაცლავ ჰაველის დროიდან ჩეხეთი მხარს უჭერს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ადამიანის უფლებათა დამცველებს. ჩეხეთმა მიიღო ბელარუსი ლტოლვილები, სტუდენტები და სხვები. ამ ოფისის ამოქმედება ხსნის ახალ თავს ჩვენს ურთიერთობაში. ეს ძლიერ შეტყობინებას უგზავნის ბელარუს ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის: 'თქვენ მარტო არ ხართ თქვენს ბრძოლაში, ჩვენ თქვენთან ვართ.' ეს ასევე აჩვენებს, რომ თქვენ (ჩეხები) განასხვავებთ რეჟიმს ბელარუსი ხალხისგან", - აღნიშნა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.
დღესვე ციხანოუსკაიამ ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციისადმი მხარდაჭერისათვის „კეთილმეზობლობის ორდენი“ გადასცა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის.

XS
SM
MD
LG