Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა, მას სატვირთო გემი შეეჯახა


ქალაქ ბალტიმორში მდებარე ხიდს სატვირთო გემი 26 მარტს შეეჯახა.
ქალაქ ბალტიმორში მდებარე ხიდს სატვირთო გემი 26 მარტს შეეჯახა.

ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში ჩამოინგრა მდინარეზე გამავალი საავტომობილო ხიდი, რომელსაც სატვირთო გემი შეეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მდინარე პატაპსკოში ჩავარდა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის სატვირთო. მაშველები სულ მცირე 20 ადამიანს ეძებენ.

2,5-კილომეტრიან ხიდთან შეჯახების შედეგად სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა და ჩაიძირა. ამერიკული მედიის ცნობით, სინგაპურის დროშით მცურავი 300-მეტრიანი კონტეინერმზიდი Dali, რომელსაც კომპანია Maersk-ი მართავდა, შრი-ლანკისკენ მიემართებოდა. რამ გამოიწვია გემის ხიდთან შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია.

მერილენდის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ბალტიმორის 4-ზოლიანი საავტომობილო ხიდის მშენებლობა 1977 წელს დასრულდა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორის, ფრენსის სკოტ კის სახელი ეწოდა.

XS
SM
MD
LG