Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქოლცენტრების“ საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს


საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულების სამუშაო სივრციდან ამოიღეს უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულების სამუშაო სივრციდან ამოიღეს უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.

თანხების დაბანდებაზე ადამიანების თაღლითურად მოტყუების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულები თანამზრახველების დახმარებით დაეუფლნენ 340 000 ლარს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეს არის ე.წ. ქოლცენტრების საქმე.

„[დაკავებულებმა] ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ“, - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით. გამოძიება გრძელდება ამ საქმეში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების მოწყობის ბრალდებით ადამიანებს აკავებენ.

XS
SM
MD
LG