Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა მოსკოვის მოპყრობა ნავალნისადმი შეადარა ჯვარცმის დღეს იესოს მიმართ მოქცევას


იესოს "ჯვრის გზის" - ჯვრის ტარების რიტუალი ბრაზილიაში. 4 აპრილი, 2023 წელი.
გერმანიაში კათოლიკე ეპისკოპოსმა ალექსეი ნავალნის მიმართ კლემლის მოპყრობა იესოს მიმართ სასამართლოს შეადარა
იესოს "ჯვრის გზის" - ჯვრის ტარების რიტუალი ბრაზილიაში. 4 აპრილი, 2023 წელი. გერმანიაში კათოლიკე ეპისკოპოსმა ალექსეი ნავალნის მიმართ კლემლის მოპყრობა იესოს მიმართ სასამართლოს შეადარა

გერმანელმა კათოლიკე ეპისკოპოსმა კრემლის ოპონენტის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიმართ მოსკოვის მოპყრობა შეადარა ჯვარცმის დღეს, ვნების კვირის ანუ წითელ პარასკევს, იუდეის რომაელი მმართველის - „ქრისტეს მსაჯულის“ - პილატე პონტოელის სასამართლო პროცესს იესოს მიმართ.

შედარება, რომელსაც „თამამს“ უწოდებს გამოცემა “Bild-ი“, და რომელიც 29 მარტს, დიდ პარასკევთან, გოლგოთისკენ ჯვრით სვლის, „ჯვრის გზასთან“ დაკავშირებით გამოითქვა, ამ ფორმით გამოხატა ესენის ეპისკოპოსმა, გერმანიის არმიის - ბუნდესვერის სამხედრო ეპისკოპოსმა ფრანც-იოზეფ ოვერბეკმა: იესო - თქვა ოვერბეკმა, ხალხის წინაშე წარდგა, შემდეგ ის კვლავ მმართველის სასახლეში შეიყვანეს, რათა საზოგადოებას აღარ ეხილა ის. „ როცა კვირების წინ რუსი წინააღმდეგობის მოძრაობის - თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლი, ალექსეი ნავალნი მოკვდა, სწორედ ეს გამახსენდა“- ამბობს კათოლიკე ეპისკოპოსი, რომელიც ამავე დროს იერუსალიმის წმინდა საფლავის რაინდთა ორდენის „დიდი ოფიცერია.“

დასავლეთის ქრისტიანობა 2024 წლის აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს 31 მარტს.

XS
SM
MD
LG