Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ძალაში შევიდა კანაფის ნაწილობრივი ლეგალიზების კანონი


მარიხუანის მწეველები ბრანდენბურგის ჭიშკართან ზეიმობენ თავიანთ ქვეყანაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზებას 1 აპრილიდან.
მარიხუანის მწეველები ბრანდენბურგის ჭიშკართან ზეიმობენ თავიანთ ქვეყანაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზებას 1 აპრილიდან.

1 აპრილიდან გერმანიაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზების კანონი ამოქმედდა.

ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, ამ ნაბიჯის მომხრეები შუაღამის შემდეგ ზეიმობდნენ კანონის ამოქმედებას. როგორც dpa-ს კორესპონდენტი იტყობინება, ბრანდენბურგის ჭიშკართან შეკრებილი ასეულობით ადამიანი დემონსტრაციულად ეწეოდა მარიხუანას და ცეკვავდა რეგეის მუსიკაზე. ამიერიდან სრულწლოვანებს აქვთ უფლება, ატარონ 25 გრამი მარიხუანა ან ჰაშიში.

აკრძალულია მისი მოხმარება არასრულწლოვანების თანდასწრებით, ასევე - სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და სპორტულ ობიექტებთან. მწეველს შეუძლია შინ შეინახოს 50 გრამამდე კანაფის პროდუქტი.

ამ ეტაპზე გერმანიაში კანაფის მომხმარებელთა წინააღმდეგ 100 ათასი საქმეა აღძრული, რაც, იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თანახმად, იმას ადასტურებს, რომ კანაფის პოლიტიკამ არ იმუშავა. მისი აზრით, ამიერიდან სამართალდამცველებს და პოლიციას ტვირთი შეუმსუბუქდებათ. პოლიციის პროფკავშირი პირიქით ფიქრობს, რომ სამართალდამცველები ახლა მეტად დაიტვირთებიან, რადგან კანონში ყველაფერი ცხადი არ არის და ამასთან, პოლიცია არ არის სათანადოდ აღჭურვილი ახალი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც კონტროლის დროს კონფლიქტებს გამოიწვევს.

გერმანიის საზოგადოებაში კანაფის პოლიტიკის მიმართ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ამ ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, დღემდე მკაცრი კანონი იყო.

4/20 - კანაფის საერთაშორისო დღე თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:32 0:00

XS
SM
MD
LG