Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: ირანმა რუსეთი ტერაქტის თაობაზე მოსკოვთან თავდასხმის წინ გააფრთხილა - კრემლი უარყოფს


საკონცერტო დარბაზი მოსკოვის მახლობლად 22 მარტის თავდასხმისა და ხანძრის შემდეგ. ირანმა რუსეთს მანამდე აცნობა შესაძლო მსხვილი ოპერაციის შესახებ.
საკონცერტო დარბაზი მოსკოვის მახლობლად 22 მარტის თავდასხმისა და ხანძრის შემდეგ. ირანმა რუსეთს მანამდე აცნობა შესაძლო მსხვილი ოპერაციის შესახებ.

ირანმა რუსეთი გააფრთხილა რუსეთში მსხვილი „ტერორისტული ოპერაციის“ მოწყობის შესაძლებლობაზე მანამ, სანამ მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა მოხდებოდა, იტყობინება სამი წყარო, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული. კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას ირანის გაფრთხილებაზე ინფორმაცია არ ჰქონია.

Reuters-ის ცნობაში არ არის კონკრეტულად მოყვანილი წყაროების ვინაობა.

ბოლო 20 წელიწადში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის მახლობლად 22 მარტს მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ მყოფ ადამიანებს გაუხსნეს ცეცხლი და 144 ადამიანი მოკლეს.

პასუხისმგებლობა ამ ტერორისტული აქტისთვის ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

„რუსეთში ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს გაუზიარა რუსეთში შესაძლო მსხვილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულ იქნა ირანში სისხლიან თავდასხმებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დაკითხვისას“, - იტყობინება ერთ-ერთი წყარო.

ირანში 3 იანვარს მოწყობილ სისხლიან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. ქერმანში მოწყობილ ამ ტერაქტს ასი ადამიანი ემსხვერპლა.

19 იანვარს ირანმა გამოაცხადა, რომ დააკავა „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“, ავღანეთში მოქმედი განშტოების, მეთაური.

Reuters-ი ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო წყაროების ცნობით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო ირანში 3 იანვრის ტერაქტიც და მოსკოვში 22 მარტის თავდასხმაც.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "კროკუსზე" თავდასხმის წინ არ ჰქონია რუსეთში შესაძლო "ტერორისტული ოპერაციის" თაობაზე ირანის მხრიდან გაფრთხილების შესახებ ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG