Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოდერნიზებული ფეოდალიზმი"


ავტორი: ლუკა მელაშვილი

გარდასულ ეპოქას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ კლასიკურ ფეოდალიზმს, მაგრამ თანამედროვე ყოფაში ამ ცნებამ მოდერნიზაცია განიცადა. ახალა არავის ამუშავებენ მიწაზე, სამაგიეროდ არსებობს დიდი სუპერმარკეტების ქსელი, სადაც ცხადად ჩანს მოდერნიზებული ფეოდალიზმი. დამქირავებელი როგორი დაბალი გასამსჯელოს სანაცვლოდ ამუშავებს დაქირავებულს და ხშირ შემთხვევაში 12 საათსაც კი. არანაირი სამედიცინო დაზღვეევა და ღირსეული სამუშაო პირობები. ადამიანები, რომლებიც ქსელურ მარკეტებში არიან დასაქმებული, უმეტეს შემთხვევაში იგნორირებულია მათი უფლებები და დამსაქმებლიც სარგებლოს, რადგან იცის, რომ ეს საარსებოდ საჭირო შემოსავალი მისთვის ჰაერივითაა, რომ გააგრძელოს ყოფა-ცხოვრება.

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც ევალება გააკონტროლოს სამუშაო პირობები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ნომინალურად ასრურებს საკუთარ მოვალებობას და არსებითად სურათს არ ცვილს და "ფეოდალები" კიდევ უფრო მდიდრდებიან მოწყვლადი ჯგუფების ხარჯზე და აქეთ მადლობასა და ხოტბას ელიან მთავრობისგან, როგორი კეთილები და ჰუმანურები არიან ამდენი ადამიანი, რომ ჰყავთ დასაქმებული.

ცალკე თემაა, ადმინისტარატორებისა და მენეჯერების არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ყოველგვარ ეთიკურ და მორალურ ნორმებს სცდება. ადამინისტარატორმა კონსულტანს არ უნდა მიმართავდეს შემდეგი ტექსტით:"თუ შენ გროშებზე მუშაობ, ჩემთვის ეს სამსახური მნიშვნელოვანია და შენსავით მიზერული ანაზღაურება არ მაქვს."

ზოგადად ქვეყნის და სახელმწიფოს ინსტიტუტების პრობლემა ისაა, რომ აკლიათ გამჭირვალოება და კეთილსინდისიება. აქ მუშაობს პრინციპი:"დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი." უმთავრესია, რომ ადამიანები მიეჩვინონ საკუთი უფლებების დაცვას და ბრძლოას საკუთარი უფლებებისთვის. როდესაც პრეტენზია და მოთხოვნა სამართლიანია დასაქმებულის მხრიდან, მყისიერად უნდა მოხდეს მისი აღსრულება თუ შესრულება და არ უნდა სჭირდებოდეს ამას კვირები, თვეები ან წლები, რადგან დრო არ იცდის და "ფეოდალების" ენაზე ხომ დრო ფულია, ამიტომ მოუგეთ დროს დრო!!!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG