Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიკოთის გვირაბში 3-5 აპრილს ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება


რიკოთის გვირაბი (ძველი)
რიკოთის გვირაბი (ძველი)

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

დეპარტამენტი აზუსტებს, რომ პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში 3 აპრილიდან 5 აპრილამდე, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად იქნება შესაძლებელი.

დროის ამ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებს დეპარტამენტი.

XS
SM
MD
LG