Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს საბჭოთა პერიოდის დისიდენტი სკობოვი

ალექსანდრ სკობოვი, რუსეთის ოპოზიციის აქტივისტი
ალექსანდრ სკობოვი, რუსეთის ოპოზიციის აქტივისტი

2 აპრილს, ღამით, სანქტ-პეტერბურგში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს რუსეთის ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი და საბჭოთა წლების დისიდენტი ალექსანდრ სკობოვი, - აცხადებენ მისი ახლობლები.

66 წლის სკობოვი გასულ თვეში დაუმატეს რუსეთის "უცხოეთის აგენტების" სიას.

დაკავებამდე ორი დღით ადრე, სკობოვმა ვებსაიტ Okno-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც გამოვიდა მოწოდებით, მხარდაჭერა აღმოეჩინოს რუსი მოხალისეების ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის არმიის მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ. ამავე ინტერვიუში სკობოვმა დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

​
XS
SM
MD
LG