Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანმა განაცხადა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოაცხადა, რომ გამოცდა წარმატებული იყო და რომ მის ქვეყანას შეუძლია აწარმოოს მყარ საწვავზე მომუშავე, ბირთვული იარაღის ტარების უნარის მქონე სარაკეტო სისტემები ყველა რადიუსისთვის. (საილუსტრაციო ფოტო)

ჩრდილოეთმა კორეამ 3 აპრილს განაცხადა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელიც მყარ საწვავზე მუშაობს.

იარაღის მორიგი დემონსტრირებით ფხენიანმა კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება თავის მეზობელ სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოაცხადა, რომ გამოცდა წარმატებული იყო და რომ მის ქვეყანას შეუძლია აწარმოოს მყარ საწვავზე მომუშავე, ბირთვული იარაღის ტარების უნარის მქონე სარაკეტო სისტემები ყველა რადიუსისთვის.

ერთი დღით ადრე, სანამ ეს ცნობები გავრცელდებოდა ჩრდილოეთ კორეის მედიაში, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედროებმა გამოავლინეს, რომ ჩრდილოეთ კორეაში, დედაქალაქის მახლობლად, სტარტი აიღო რაკეტამ, რომელიც აღმოსავლეთისკენ, ზღვის მიმართულებით გაუშვეს.

XS
SM
MD
LG