Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ხარკოვზე რუსეთის "ამაზრზენ" თავდასხმას


ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ხარკოვზე რუსეთის თავდასხმას, 4 აპრილი, 2024
ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ხარკოვზე რუსეთის თავდასხმას, 4 აპრილი, 2024

გასულ ღამეს რუსეთის დრონებმა იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის ხარკოვზე, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა ორ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმიდან რამდენიმე საათში პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ხარკოვზე იერიში იყო "ამაზრზენი და ცინიკური თავდასხმა". ზელენსკის თქმით, კიევი მუშაობს "პარტნიორებთან, რათა გააძლიეროს ჩვენი ქალაქების და სოფლების დაცვა".

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება პირდაპირ ნიშნავს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას", - დასძენს ზელენსკი.

XS
SM
MD
LG