Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქსელიდან გამოირთო ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ორი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინა
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინა

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია Enerhoatom-ი 4 აპრილს აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ფონზე ქსელიდან გამოირთო ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის ენერგომომარაგების ორი ელექტროხაზიდან ერთ-ერთი. ზაპოროჟიეს 2022 წლის მარტიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

სადგურის რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გასულ თვეში Enerhoatom-მა გამოაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მასზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ბირთვული სადგური რვაჯერ სრულად და ერთხელ ნაწილობრივ გაითიშა.

XS
SM
MD
LG