რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ექიმები უსაზღვრებოდ" უარყოფს ისრაელის პოზიციას "დასანან ინციდენტზე", რომელსაც ჰუმანიტარული მუშაკები ემსხვერპლნენ

World Central Kitchen-ს სურსათი ზღვით ჩაჰქონდა ღაზის სექტორში.
World Central Kitchen-ს სურსათი ზღვით ჩაჰქონდა ღაზის სექტორში.

ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) 4 აპრილს განაცხადა, რომ უარყოფს ისრაელის პოზიციას - თითქოს საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში შვიდი ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, იყო "დასანანი ინციდენტი".

"ჩვენ არ ვიღებთ დასანანი ინციდენტების ნარატივს", - თქვა კრისტოფერ ლოკიარმა, MSF International-ის გენერალურმა მდივანმა ჟენევაში.

ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას 1 აპრილს.

ლოკიარის თქმით, WCK-ის რაც შეემთხვა, წარმოადგენს "ნაწილს ჰუმანიტარულ მუშაკებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, ჟურნალისტებზე, გაეროს თანამშრომლებზე, სკოლებსა და სახლებზე მიზანმიმართული თავდასხმების ერთი და იმავე ტენდენციისა".

ისრაელმა ინციდენტს უწოდა საოპერაციო შეცდომა და მას იძიებს.

​
XS
SM
MD
LG