Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მუშაობის დროს გარდაიცვალა - შსს


საზღვრის დაცვის პოლიცია - საილუსტრაციო ფოტო
საზღვრის დაცვის პოლიცია - საილუსტრაციო ფოტო

მესაზღვრე-პოლიციელი გუშინ სამუშაო საათებში გარდაიცვალა, - ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

34 წლის ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარწახის სასაზღვრო ნაწილში მუშაობდა. მას სერჟანტის წოდება ჰქონდა, რაც სისტემაში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებაზე მიუთითებს.

ხშირ შემთხვევაში, როცა საგამოძიებო უწყებები დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ, გამოძიება იწყება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამ შემთხვევაშიც ამ კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება.

XS
SM
MD
LG