Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი


აფეთქების ადგილი, თბილისი, ბოჭორმის ქუჩა. 7 აპრილი, 2024.
აფეთქების ადგილი, თბილისი, ბოჭორმის ქუჩა. 7 აპრილი, 2024.

დაახლოებით 12:00 საათისთვის თბილისში, ისნის რაიონში, აფეთქების ხმა გაისმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, რომ აფეთქება მოხდა ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში.

ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებულია 4 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ბოჭორმის ქუჩაზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სხვა დეტალები უცნობია.

XS
SM
MD
LG