Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით

2022 წლის მარტში ვილნიუსის ხელისუფლებამ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის გმირების ქუჩა დაარქვა. ვილნიუსი, 9 მარტი, 2022.
2022 წლის მარტში ვილნიუსის ხელისუფლებამ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის გმირების ქუჩა დაარქვა. ვილნიუსი, 9 მარტი, 2022.

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს ორჯერ ესროლეს ბოთლები აალებადი სითხით, იტყობინება Delfi ლიეტუვის პოლიციაზე დაყრდნობით.

თავდასხმები უკვე ზედიზედ მეორე ღამე ხდება. თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობის კედელი. ვინ განახორციელა ისინი, უცნობია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს დაესხნენ თავს სხვადასხვა ქვეყანაში. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მას ცეცხლი მოედო.

კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ორჯერ დაესხნენ თავს: 2022 წლის ოქტომბერში მას პეტარდები ესროლეს და ღობეზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, 2023 წლის აგვისტოში კი წარმომადგენლობის ჭიშკარი ავტომობილმა გაანგრია.

​
XS
SM
MD
LG