Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა სასამართლოში

მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. საქმეზე ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, უკვე მესამედ გადაიდო.

19:07 8.4.2024

2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნით სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძე დაცვისა და ბრალდების შემაჯამებელი სიტყვების მოსმენის შემდეგ სათათბირო ოთახში გავიდა. შესაბამისად, განაჩენის შესახებ დღეს არ გახდება ცნობილი - მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს მხარეებს მოგვიანებით შეატყობინებს.

18:23 8.4.2024
  • 18:14 - სასამართლო სათათბიროდ გადის განაჩენის გამოსატანად - ის დღეს არ იქნება. განაჩენის გამოცხადების თარიღს მოსამართლე მხარეებს მოგვიანებით შეატყობინებს.
18:23 8.4.2024
  • ლაზარე გრიგორიადისი ჰყვება მისი უფლებების შელახვაზე დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში. ჩემთვის არავის აუხსნია, რომ დაკავების დღეს, ადვოკატის გარეშე მიცემული ჩვენებები პოლიციას გამოძიებისთვის სჭირდებოდაო - ამბობს ბრალდებული.

    გრიგორიადისი ამტკიცებს, რომ მას არც ის უთხრეს, რომ ბრალდებულის სტატუსით იყო დაკავებული და დაკითხვის ოქმს ხელი ადვოკატის გარეშე მოაწერინეს.
18:11 8.4.2024
  • 18:05 - საბოლოო სიტყვით სასამართლოს მიმართავს ლაზარე გრიგორიადისი.

    ის იხსენებს და ყვება, როგორ უზღუდავდნენ პოლიციელები მას და სხვა დემონსტრანტებს გამოხატვის თავისუფლებას 2023 წლის მარტის აქციებისას.

    როტესტანტების წინააღმდეგ იყენებდნენ წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს. გრიგორიადისი ცდილობს მოსამართლე დაარწმუნოს იმაში, რომ აქციის მონაწილეების აგრესია იყო თავდაცვა, პასუხი პოლიციის სისტიკეზე და არა პირიქით.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG