Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, მსხვერპლია პოლტავაში


უკრაინის ქალაქებზე დრონებით და რაკეტებით შეტევა პრაქტიკულად ყოველდღე ხდება.
უკრაინის ქალაქებზე დრონებით და რაკეტებით შეტევა პრაქტიკულად ყოველდღე ხდება.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 9 აპრილს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქს 20 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან და 4 საზენიტო მართვადი რაკეტით - დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.

საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 20-ვე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ვინიცის და ლვოვის ოლქებში.

რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი მოჰყვა პოლტავაში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 და დაიჭრა 10 ადამიანი. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დარტყმა იყო საერთო საცხოვრებელზე. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც.

XS
SM
MD
LG