Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ რაკეტა „ანგარა А5“ გაუშვა


რუსეთის კოსმოდრომი "ვოსტოჩნი". „ანგარა А5“ სასტარტო ბლოკ "ორიონთან" ერთად. 10 აპრილი. 2024 წელი. „ანგარა А5-ის“ გაშვება 11 აპრილს განხორციელდა.
რუსეთის კოსმოდრომი "ვოსტოჩნი". „ანგარა А5“ სასტარტო ბლოკ "ორიონთან" ერთად. 10 აპრილი. 2024 წელი. „ანგარა А5-ის“ გაშვება 11 აპრილს განხორციელდა.

რუსეთმა "ვოსტოჩნის" კოსმოდრომიდან 11 აპრილს განახორციელა რაკეტმზიდის საცდელი გაშვება.

მანამე ტექნიკური მიზეზებით გაშვება ბოლო მომენტში ორჯერ გადაიდო.

Reuters-ის ცნობით, „ანგარა А5-ის“ სტარტი რუსეთის პოსტსაბჭოთა კოსმოსური ამბიციების და „ვოსტოჩნის“ მზარდი როლის დემონსტრაციაა.

რაკეტმზიდის გაშვების წინა მცდელობები ძრავის ამოქმედების მართვის სისტემაში უწესრიგობის გამო ვერ განხორციელდა.

თავდაპირველად სტარტი დაგეგმილი იყო 2023 წლის დეკემბრისთვის, მაგრამ ის შემდეგ 2024 წლის პირველ კვარტალში გადაიტანეს.

რაკეტამ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ბლოკი „ორიონი“ გამოსაცდელი სასარგებლო დატვირთვით.

XS
SM
MD
LG