Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროპაგანდის ადგილი არ არის - რუმინეთმა გააუქმა ორი რუსული ფილმის ჩვენება

რუმინეთის კულტურის მინისტრი რალუკა ცურკანი (წინა პლანზე)
რუმინეთის კულტურის მინისტრი რალუკა ცურკანი (წინა პლანზე)

რუმინეთის კულტურის სამინისტრომ დედაქალაქ ბუქარესტის კინოთეატრებში ორი რუსული ფილმის ჩვენება მას მერე გააუქმა, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის ცენტრის, თითქოს რუსეთის კულტურის ხელშემწყობი ორგანიზაციის ინიციატივა, ეჩვენებინათ 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველი ადამიანის, საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის გაფრენის წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმები.

„დაუშვებელია საზოგადოებრივ კინოთეატრებში ჩვენება ამდენად აშკარა პროპაგანდისტული ფილმებისა, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს“, - განაცხადა რუმინეთის კულტურის მინისტრმა რალუკა ცურკანმა.

ფილმებს, „გამოწვევას" (2023 წელი) და „ღია კოსმოსში გასვლას“ (2017 წელი) კრიტიკოსები რუსეთის პროპაგანდისტულ საშუალებებად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG