Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ციხანოუსკაიას თანაშემწის, ფრანაკ ვიაჩორკას გასამართლებას და 9,4 მილიონი დოლარით დაჯარიმებას ითხოვენ


სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ფრანაკ ვიაჩორკა
სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ფრანაკ ვიაჩორკა

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს გადაუგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სვიატლანა ციხანოუსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას წინააღმდეგ.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ცხრა მუხლით: სახელმწიფოს ღალატი, შეთქმულება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება, ბელარუსის დისკრედიტაცია, სოციალური მტრობისა და უთანხმოების გაღვივება, ექსტრემისტული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, მასობრივი არეულობების ორგანიზება, ჯგუფური მოქმედებების ორგანიზება, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ცილისწამება ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ.

სხვა საკითხებთან ერთად, პროკურატურა ფრანაკ ვიაჩორკასგან "უკანონო ქმედებებით“ გამოწვეული "ქონებრივი ზიანის" საკომპენსაციოდ მოითხოვს 30,9 მილიონზე მეტი ბელარუსული რუბლის ოდენობის (9,4 მილიონ დოლარზე მეტი) ჯარიმის გადახდას.

"თუ რეჟიმი თავს გესხმით, მაშინ ყველაფერს სწორად აკეთებთ“, - განაცხადა ვიაჩორკამ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სარჩელის პასუხად.

ფრანაკ ვიაჩორკა არის ცნობილი ოპოზიციონერი საზოგადო მოღვაწე, რადიო თავისუფლების ვაცლავ ჰაველის სტიპენდიატი, ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ბელარუსში. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ოპოზიციონერი კანდიდატის, ალექსანდრ მილინკევიჩის შტაბის წევრი. 2020 წლის ოქტომბერში ის შეუერთდა ბელარუსის დემოკრატიული ძალების ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას გუნდს, როგორც მისი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.

XS
SM
MD
LG