Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და მისთვის სამხედრო ტექნიკით დახმარებას.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და მისთვის სამხედრო ტექნიკით დახმარებას.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანება სურს.

სლოვაკეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც სურს დაბრკოლებების შექმნა უკრაინისთვის, არამედ სურს დაეხმაროს კიევს ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამის თაობაზე გამოცდილების გაცვლაში, - თქვა ფიცომ ხუთშაბათს სლოვაკეთში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პასუხად შმიჰალმა თქვა, რომ მადლიერი იყო ბრატისლავისა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციისკენ უკრაინის ძალისხმევას.

მოლაპარაკებების შემდეგ, რობერტ ფიცომ და დენის შმიჰალმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას, შეთანხმდნენ სარკინიგზო მიმოსვლის, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვარზე დაგროვილი პრობლემების გადაჭრაში.

სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცნობილია იმით, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ შეწყვიტა უკრაინისათვის სამხედრო დახმარება და განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის შესაძლო წევრობა კარგი საფუძველი გახდება "მესამე მსოფლიო ომის დაწყებისთვის".

​
XS
SM
MD
LG