Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია ორი სავარაუდო ტერორისტი


რუსეთის უშიშროების სამსახურმა 11 აპრილს განაცხადა, რომ ნალჩიკის მახლობლად „კონტრტერორისტული ოპერაციის" დროს ლიკვიდირებული ორი პირი ტერაქტებს გეგმავდა.
რუსეთის უშიშროების სამსახურმა 11 აპრილს განაცხადა, რომ ნალჩიკის მახლობლად „კონტრტერორისტული ოპერაციის" დროს ლიკვიდირებული ორი პირი ტერაქტებს გეგმავდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 11 აპრილს განაცხადა, რომ ნალჩიკის მახლობლად „კონტრტერორისტული ოპერაციის" დროს ლიკვიდირებული ორი პირი ტერაქტებს გეგმავდა. უწყებაში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სამი მუხლით: იარაღის უკანონო ტარება, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვა და სამართალდამცველების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

ოფიციალური ვერსიით, 11 აპრილის დილით, უსაფრთხოების ძალებმა ორი ეჭვმიტანილის შესახებ შეიტყვეს, რომლებიც ნალჩიკის მახლობლად მდებარე საბაღე მეურნეობის კუთვნილ შენობაში იმყოფებოდნენ. დანებების შეთავაზებაზე მათ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

პასუხად უშიშროების სპეცრაზმის წევრებმა თავდამსხმელები გაანადგურეს. რუსეთის "ეფეესებეს" ცნობით, მოკლულები, სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, მაგრამ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი (NAC) არ აკონკრეტებენ, თუ რომლის. ასევე ზოგადად ითქვა, რომ ისინი ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე "დივერსიული და ტერორისტული აქტების" დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილნი.

რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერეკსკის რაიონი, სადაც „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ ამოქმედდა, სამხრეთით საქართველოს ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG