Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიამ გამოძიება დაიწყო ევროკავშირის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე

ბელგიის პრემიერი ალექსანდერ დე კროო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 11 ოქტომბერი, 2023 წელი. დე კროომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ივნისის საერთოევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ 12 აპრილს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება ივნისის საერთოევროპულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე და თქვა, რომ მისი ქვეყნის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა არსებობა ქსელისა, რომელიც ცდილობს უკრაინის მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას.

დე კროომ, რომლის ქვეყანა ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, თქვა ასევე, რომ „მიზანი სრულიად ცხადია: უკრაინის დახმარების შესუსტება რუსეთს ემსახურება ბრძოლის ველზე და ეს რეალური მიზანი გასულ კვირაში გამოვლინდა“.

ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს იმართება.

XS
SM
MD
LG