Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი დაიღუპა სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად


პოლიცია და მაშველები სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შემდეგ
პოლიცია და მაშველები სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შემდეგ

ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა სიდნეის სავაჭრო ცენტრში უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად. რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ერთი ბავშვია. თავად თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა.
ერთ-ერთმა მოწმემ გაზეთ The Sydney Morning Herald-ს უთხრა, რომ თავდამსხმელი „დაბნეულად გამოიყურებოდა“ და ის დანით „წინ და უკან დარბოდა“.

თავდამსხმელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა სავაჭრო ცენტრის თავდასხმას "უკიდურესად თავზარდამცემი" უწოდა. მან პატივი მიაგო პოლიციელს, რომელმაც თავდამსხმელს ესროლა, ასევე სავაჭრო ცენტრის სტუმრებს, რომლებიც მის შეჩერებას ცდილობდნენ.

მიმდინარე კვირის განმავლობაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელმა, კრისტოფერ რეიმ, განაცხადა, რომ აშშ-ში „კროკუსზე“ მომხდარი თავდასხმის მსგავსი ტერაქტის საშიშროება არსებობს.

  • 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.
  • თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა („ხორასანი").
  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

XS
SM
MD
LG