Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ განმარტა, თუ როგორ მოახერხეს რუსებმა ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება


ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატომ ისეთივე აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში, როგორც ირანის საავიაციო და სარაკეტო იერიშის დროს დაეხმარა ალიანსის არაწევრ ისრაელს.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატომ ისეთივე აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში, როგორც ირანის საავიაციო და სარაკეტო იერიშის დროს დაეხმარა ალიანსის არაწევრ ისრაელს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტები ამოეწურათ რუსეთის საავიაციო თავდასხმის მოსაგერიებლად, რამაც ტრიპოლიეს თბოელექტროსადგურის განადგურება გამოიწვია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 11 აპრილს მოხდა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის არმიამ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის რეგიონებში გენერაციის ობიექტებსა და გადამცემ სისტემებზე მიიტანა მასირებული იერიში. რუსეთის თავდასხმის შედეგად სრულიად განადგურდა ტრიპოლიეს თბოელექტროსადგური, რომელიც კიევიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატომ ისეთივე აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში, როგორც ირანის საავიაციო და სარაკეტო იერიშის დროს დაეხმარა ალიანსის არაწევრ ისრაელს.

11 აპრილს უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საავიაციო და სარაკეტო იერიშების სამიზნე იყო ენერგოობიექტები ხარკოვის, ზაპოროჟიეს, კიევის, ლვოვისა და ოდესის ოლქებში. ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, მტერმა დაარტყა გენერაციის ობიექტებს და გადამცემ სისტემებს. უკრაინის კომპანია „ნავთობგაზის“ ცნობით, შეტევა იყო ორ გაზსაცავზეც, სადაც შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

ამ თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.

XS
SM
MD
LG