Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენში ისტორიული საფონდო ბირჟის შენობას ცეცხლი გაუჩნდა


ხანძარი კოპენჰაგენის ისტორიული საფონდო ბირჟის შენობაში. 16 აპრილი, 2024 წელი
ხანძარი კოპენჰაგენის ისტორიული საფონდო ბირჟის შენობაში. 16 აპრილი, 2024 წელი

16 აპრილს დანიის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ისტორიული საფონდო ბირჟის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის ვერტიკალური სახურავი. პოლიციას ჯერჯერობით დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ გამოაქვთ აალებული შენობიდან ადამიანებს დიდი ნახატები, რათა ცეცხლისგან იხსნან ისტორიული არტეფაქტები.

"დღეს დილით საშინელი ფოტოები ვრცელდება საფონდო ბირჟის გარშემო. დანიის კულტურული მემკვიდრეობის 400 წელი ხანძარშია გახვეული", - წერს სოციალურ ქსელ X-ში დანიის კულტურის მინისტრი იაკობ ენგელ-შმიდტი.

შენობა, რომელიც 1619-1640 წლებში მეფე კრისტიან IV-ის დაკვეთით აშენდა, რეკონსტრუქციის პროცესში იყო. შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, დანიის პარლამენტისა და კრისტიანსბორგის სასახლის გვერდით. ბოლო წლებში მასში განთავსებულია დანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატა.

XS
SM
MD
LG