Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ სწავლა საჯარო სკოლებში არ შეწყვეტილა


საჯარო სკოლებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაძლო არსებობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელებით 21 აპრილს გავრცელდა.
საჯარო სკოლებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესაძლო არსებობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელებით 21 აპრილს გავრცელდა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრს არ მიუღია საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება. ამ საკითხით რადიო თავისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რამდენიმე მოსწავლის მშობელმა აცნობა, რომ მიიღეს მითითება, შვილი სკოლაში არ გაეშვათ.

„პოლიცია მუშაობს, საფრთხის შემცველი შეტყობინება რუსულ სექტორებთან დაკავშირებით. უსაფრთხოების მიზნით, ხვალ არავინ არ უნდა მოვიდეს სკოლაში, სკოლის შენობასთანაც არავინ არ უნდა მოვიდეს, არ გაეკაროს არავინ. გთხოვთ, დარჩით სახლში, ბავშვები არ გამოუშვათ. დამიდასტურეთ ყველამ და გადაეცით ერთმანეთს. ხვალ არავინ არ მოვიდეს!“ - ამბობს ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენელი აუდიოჩანაწერში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს.

განათლების სამინისტროს პრესსამსახური უარყოფს, რომ უწყებამ სკოლის დირექტორებს სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმე მითითება მისცა.

„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა“, - ამბობენ დამატებით პრესსამსახურში.

სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ-არხებზე, 21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე დაგეგმილ თავდასხმაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 აპრილს, დილით, განაცხადეს, რომ „სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.“

XS
SM
MD
LG