Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან ანექსირებულ ყირიმში ლუდის მიწოდება დაიწყო


ფოტო არქივიდან: საწარმოს პროდუქცია, 2022 წელი
ფოტო არქივიდან: საწარმოს პროდუქცია, 2022 წელი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ლუდის მიწოდება დაიწყო, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, თებერვალში „ცხინვალის დელეგაციამ ყირიმის წარმომადგენლებთან განიხილა თანამშრომლობის საკითხების მთელი სპექტრი" და მხარეები შეთანხმდნენ „ერთმანეთისთვის კონკრეტული საქონლის მიწოდებაზე“.

„შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდგომ, საწარმო „მაღალმთიანი ყელის ლუდსახარშმა“ (სოფელი ლენინგორი) (რედ. ახალგორი) სამი სახეობის ლუდის პირველი პარტია მიაწოდა 26 000 ბოთლის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პროდუქცია ანექსირებული ყირიმის მაღაზიებში გამოჩნდება და მოთხოვნის შესაბამისად გათვალისწინებულია მოცულობის გაზრდა.

2008 წლამდე ლუდს ახალგორში ქართული კომპანია „ლომისი“ აწარმოებდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ახალი ქარხანა "მაღალმთიანი ყელის ლუდსახარში“ 2022 წელს ყოფილი სახელმწიფო საწარმოს, „ალუტონის“ ბაზაზე გაიხსნა.

XS
SM
MD
LG