Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის პასპორტი
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის პასპორტი

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა.

შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.

ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ.

მანამდე ეს პერიოდი ერთი წლით შემოიფარგლებოდა, 2023 წლის თებერვალში კი ორ წლამდე გახანგრძლივდა.

უცვლელი დარჩა სია დანარჩენი ქვეყნებისა, რომლებთანაც უვიზო ყოფნის რეჟიმი ერთი წლის ვადით მოქმედებს. მათ შორის - რუსეთის მოქალაქეებისთვის.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში იმყოფებოდა უკრაინის დაახლოებით 27 ათასი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG