Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჩამოწერილი თვითმფრინავების მიყიდვას


ყაზახური მხარის თანახმად, ჩამოწერილი საავიაციო აღჭურვილობის გაყიდვის აუქციონები "მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით", მხოლოდ ყაზახეთის იურიდიულ პირებს შორის ჩატარდა.
ყაზახური მხარის თანახმად, ჩამოწერილი საავიაციო აღჭურვილობის გაყიდვის აუქციონები "მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით", მხოლოდ ყაზახეთის იურიდიულ პირებს შორის ჩატარდა.

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის იმპორტსა და ექსპორტს ეწევა, უარყო გავრცელებული ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის ჩამოწერილი სამხედრო თვითმფრინავების გაყიდვის შესახებ.

ყაზახური მხარის თანახმად, ჩამოწერილი საავიაციო აღჭურვილობის გაყიდვის აუქციონები "მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით", მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიების მქონე ყაზახეთის იურიდიულ პირებს შორის ჩატარდა.

"უცხოურ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ", - ნათქვამია "ყაზსპეცექსპორტის" მიერ 28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმად,
თვითმფრინავებისა და მისი აგრეგატების ნაწილები, უტილიზების შემდეგ, მხოლოდ ფერადი ჯართის სახით იქნება ექსპორტირებული.
29 აპრილს ინგლისურენოვანმა გამოცემა Business Insider-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა ოფშორული კომპანიების საშუალებით ყაზახეთიდან, სავარაუდოდ, 81 უტილიზებული საბჭოთა ეპოქის საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა.

გამოცემა უკრაინულ ვებგვერდებსა და ტელეგრამის არხებს ეყრდნობა.
უკრაინის ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG