Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი მომავალ კვირაში სერბეთს და უნგრეთს ეწვევა


სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი
სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 5 მაისიდან 10 მაისამდე ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს - იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი 29 აპრილს.

საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა მყარად ინარჩუნებს გაღრმავების ტენდენციას, ორ ქვეყანას შორის არის სტრატეგიული კომუნიკაცია და პრაქტიკული თანამშრომლობა - განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა.

მისივე თქმით, სი ძინპინი სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკებას ორმხრივი ურთიერთობის და ჩინეთ-სერბეთის კავშირების გაღრმავების თაობაზე გამართავს.

XS
SM
MD
LG