Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობისთვის აშშ-ში 21 წელზე მეტით მიუსაჯეს პატიმრობა NSA-ის ყოფილ თანამშრომელს


რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობის გამო აშშ-ში 21 წელიწადზე მეტით მიუსაჯეს პატიმრობა NSA-ის ყოფილ თანამშრომელს.
რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობის გამო აშშ-ში 21 წელიწადზე მეტით მიუსაჯეს პატიმრობა NSA-ის ყოფილ თანამშრომელს.

რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობის გამო 29 აპრილს 21 წელიწადზე მეტი ხნით მიუსაჯეს პატიმრობა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც მოკლე დროით მუშაობდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში (NSA) - აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო.

32 წლის ჯარე სებასტიან დალკემ ოთხ კვირაზე ნაკლები იმუშავა NSA-ში და შემდეგ, 2022 წლის ივნისში, მოულოდნელად წავიდა სამსახურიდან. NSA-ში ყოფნისას დალკემ ამობეჭდა მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტები და შემდეგ ისინი 85 000 დოლარად შესთავაზა პირს, რომელიც, მისი აზრით, რუსეთის აგენტი იყო, - ვკითხულობთ სასამართლოს დოკუმენტებში. სინამდვილეში დალკეს საქმე ჰქონდა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომელთან.

XS
SM
MD
LG