Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის კერძო პირებს და კომპანიებს

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის 200-მდე კერძო პირს და კომპანიას.
აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის 200-მდე კერძო პირს და კომპანიას.

აშშ-მა პირველ მაისს გააფართოვა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების სია, რომელშიც შევიდა დამატებით 200-მდე ფირმა და კერძო პირი.

სხვათა შორის სანქციები დაუწესდა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საავტომობილო კომპანიას, „პობედას“, ასევე სხვა სუბიექტებს, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან.

სრული სია აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

საქმე ეხება შშ-ის სანქციების უმსხვილეს პაკეტს თებერვლის შემდეგ, როცა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით გაფართოვდა სანქციების სია.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ასევე თურქეთის, ჩინეთის, სლოვაკეთის, ბელგიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ყირგიზეთის კომპანიებს. მათ აშშ ბრალად სდებს რუსეთის მიმართ სანქციების რეჟიმის დარღვევას.

სიაში არიან ასევე ბელგიაში, ბრიუსელში, მცხოვრები ვიქტორ ლაბინი და მისი ოჯახის წევრები, რომელთა საქმიანობის გამოძიებაზეე ანგარიში გამოაქვეყნა გამოცემა The Insider-მა. მის თანახმად, ლაბინი არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც „დასახლდა ბრიუსელში, ევროკომისიის და ნატოს შტაბ-ბინების მახლობლად და რუსეთის თავდაცვას ამარაგებს წარმოებაში შეუცვლელი საკოორდინატო-გამზომი მანქანებით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG