Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უდიდესი ბანკის, JPMorgan Chase-ის თანახმად, რუსეთში მის აქტივებს კონფისკაცია ემუქრება


JPMorgan Chase-ის შენობა ნიუ-იორკში. 16 აპრილი, 2009.
JPMorgan Chase-ის შენობა ნიუ-იორკში. 16 აპრილი, 2009.

აშშ-ის უდიდესმა ბანკმა JPMorgan Chase-მა 2 მაისს გამოაცხადა, რომ რუსეთში მის აქტივებს შეიძლება კონფისკაცია გაუკეთონ.

ეს შეიძლება მოხდეს JPMorgan Chase-ის აქტივების დაყადაღების თაობაზე რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც აპრილში გამოიტანეს ბანკ VTB-ის სარჩელის საფუძველზე. რუსულმა ბანკმა JPMorgan Chase-ს მოსთხოვა, აანაზღაუროს 439,5 მილიარდი დოლარი, რომელიც გაყინეს ამერიკულ ბანკში მის ანგარიშებზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

JPMorgan Chase-მა საპასუხო სარჩელი შეიტანა ამერიკულ სასამართლოში და მოითხოვა, რომ VTB-ის პრეტენზიები უკანონოდ ცნონ, ვინაიდან ის მოქმედებდა აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად და ორ ბანკს შორის ნებისმიერი ქონებრივი დავა, მათივე შეთანხმების საფუძველზე, ნიუ-იორკის სასამართლოში უნდა იქნეს განხილული. ამერიკული ბანკი შიშობს, რომ სხვა ქვეყნებში მის აქტივებს შესაძლოა დაყადაღების საფრთხე დაემუქროს რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად.

JPMorgan Chase-ის განცხადების თანახმად, მის მიმართ პრეტენზიები ჯამში ბევრად აღემატება რუსეთში მისი აქტივების ღირებულებას. Reuters-ის წყაროების თანახმად, ამ აქტივების შორისაა რესურსები საბანკო ანგარიშებზე, უძრავი ქონება და საოფისე ტექნიკა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG