Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსტინის თქმით, არ იკვეთება ნიშნები, რომ ჰამასი აშშ-ის ძალებზე გეგმავს შეტევას

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი
ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის 2 მაისის განცხადებით, იგი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ ჰამასი - რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული - გეგმავს რაიმე სახის შეტევას ღაზაში აშშ-ის ძალებზე. თუმცა ოსტინი დასძენს, რომ სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ზომებია გატარებული.

პარალელურად, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანი ჯონ კირბი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში უნდა ამოქმედდეს საზღვაო დერეფანი, რომელსაც აშშ-ის არმია აგებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ხელშეწყობის მიზნით - მიუხედავად ცუდი ამინდისა, რომელიც სამუშაოს ართულებს.

ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.

ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.

პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG