Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აშშ-ის და ბრიტანეთის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა ისრაელის მხარდაჭერისთვის

ლონდონში გამართული აქცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, 2024 წლის 17 თებერვალი
ლონდონში გამართული აქცია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, 2024 წლის 17 თებერვალი

თეირანმა სანქციები დაუწესა აშშ-ის და ბრიტანეთის კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს ისრაელის მხარდაჭერისთვის ღაზის ომში. სანქცირებულთა შორისაა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შეპი.

2 მაისით დათარიღებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს და უწყებებს სანქციები დაუწესეს მათი მხრიდან ისრაელის "მიზანმიმართული მხარდაჭერისთვის", მათ შორის "ტერორისტული აქტებისთვის", რომლებიც რეგიონულ მშვიდობას უქმნის საფრთხეს.

სანქციები ასევე შეეხო სამხედრო სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის საიმონ კლოუკს, რომელიც ხელმძღვანელობს კვიპროსში განთავსებულ ბრიტანეთის საჰაერო ბაზას. ამ ბაზას იყენებენ ირანის მოკავშირე ჰუთი მეამბოხეების საწინააღმდეგო თავდასხმებისთვის იემენში.

სანქციათა სხვა ნუსხით ირანმა ისრაელის მხარდაჭერისთვის მიზანში ამოიღო აშშ-ში განთავსებული იარაღის მწარმოებლები, ასევე პოლიტიკის ანალიტიკოსები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG