Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის გადადგომას


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღდგენის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ოლექსანდრ კურბაკოვის (ფოტო: 17 ივლისი, 2023 წელი) და სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის გადადგომას.
უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღდგენის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ოლექსანდრ კურბაკოვის (ფოტო: 17 ივლისი, 2023 წელი) და სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის გადადგომას.

9 მაისს უკრაინის ვერხოვნა რადამ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, მიკოლა სოლსკის და პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ოლექსანდრ კურბაკოვის გადადგომას.

აპრილში სოლსკი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მას მერე, რაც დააკავეს შვიდი მილიონი დოლარის საფასურის მიწის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით.

შემდგომ მან გადადგომის განცხადება დაწერა.

კურბაკოვი, რომელსაც უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერის და სათემო განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიც ეკავა, თანამდებობას იმის გამო ტოვებს, რომ მთავრობა მისი სამინისტროს დაშლას აპირებს. სამინისტრო რუსეთთან ომის პირობებში კურირებს აღდგენის სამუშაოებს.

თვითონ კუბრაკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება მასთან არ განხილულა. კენჭისყრის დროს ის არ იმყოფებოდა დარბაზში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG