Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის "დინამოს" ქომაგები დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით ერთიანდებიან


"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 30 აპრილი, 2024 წელი
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 30 აპრილი, 2024 წელი

საფეხბურთო კლუბის, თბილისის "დინამოს", გულშემატკივართა გაერთიანება "მიმინო 1925" აფუძნებს მოძრაობას "პირველი მერცხალი".

რუსული კანონის ინიცირების დღიდან გვქონდა მკაფიო პოზიცია და დაუგეგმავად ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ახალი ორგანიზაციის მიზნად და საზრუნავად დასახელებულია “დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა”.

„ჩვენთვის დინამო იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო”, - წერია განცხადებაში, რომლის ავტორების თქმით, “საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხის შემცველია და დროა, გავერთიანდეთ”.

2024 წლის 1 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში სამ კვირაზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება.

ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო „აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა".

ფორუმი

XS
SM
MD
LG