Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა


დონეცკი იერიშის შემდეგ. 11 მაისი, 2024.
დონეცკი იერიშის შემდეგ. 11 მაისი, 2024.

დონეცკში განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ოთხი დაიჭრა. ამის შესახებ იტყობინება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი. მანამდე ტასი და „რია ნოვოსტი“ იტყობინებოდნენ ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ. დარტყმა განხორციელდა რესტორან Paradise-ზე. რესტორანი მდებარეობს ხიდის მახლობლად, სადაც უნდა დაწყებულიყო „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის 10 წლისთავისადმი“ მიძღვნილი ავტორბოლა.

რუსეთის ტელეგრამის არხები წერენ ხუთი დაღუპულისა და ექვსი დაშავებულის შესახებ და აფეთქებების პირველი წუთების კადრებს აქვეყნებენ.

ძირითადი ვერსიით, დარტყმა განხორციელდა რაკეტებით, რომლებიც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-იდან გაუშვეს.

უკრაინის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია დონეცკზე იერიშის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG