Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში უკრაინის 31 დრონი და 16 რაკეტა ჩამოაგდო


რუსეთის განცხადებით, უკრაინის რაკეტის ნამსხვრევებით დანგრეული სახლი ბელგოროდის რეგიონში. 2024 წლის 12 მაისი
რუსეთის განცხადებით, უკრაინის რაკეტის ნამსხვრევებით დანგრეული სახლი ბელგოროდის რეგიონში. 2024 წლის 12 მაისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 13 მაისს აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში ბელგოროდის, კურსკის, ლიპეტსკის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყირიმის თავზე უკრაინის 31 დრონი და 16 რაკეტა ჩამოაგდო.

12 მაისს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში 15 ადამიანი დაიღუპა მას მერე, რაც უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოგდების შემდეგ ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG