Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს


აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. 14 მაისი, 2024 წელი
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. 14 მაისი, 2024 წელი

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

აქცია-მსვლელობის დროს მათ გადაკეტეს გმირთა მოედანი, რის შემდეგაც სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. ნაწილი წავიდა ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის მიმართულებით, დემონსტრანტების ნაწილმა ასევე გადაკეტა მტკვრის სანაპიროები. პარალელურად, მომიტინგეების ნაწილი დარჩა პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე გადაკეტილია.

მანამდე პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც ვიზიტით იმყოფებიან თბილისში.

“შეაჩერეთ ეს კანონი”, - ასე მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან:

  • გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი;
  • ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი;
  • პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი;
  • ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
  • ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.

დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ისინი მიიღო მხოლოდ პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG