Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა მწვავდება ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთში


ისრაელის სამხედროები ღაზის ქალაქ ჯაბალიაში
ისრაელის სამხედროები ღაზის ქალაქ ჯაბალიაში

ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთში ღამის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამწვავდა შეტაკებები ისრაელსა და ჰამასს, ისევე როგორც სხვა პალესტინურ დანაყოფებს შორის.

ისრაელის ტანკები შევიდნენ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში და არეალებში ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ჯაბალიაში, სადაც მათ მძლავრი წინააღმდეგობა შეხვდათ.

აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული ჰამასის მოკავშირე ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის შეიარაღებული ნაწილი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დახოცეს და დაჭრეს ისრაელის ქვეითი ჯარისკაცები.

აღმოსავლეთ ჯაბალიაში მდებარეობს ლტოლვილთა ყველაზე დიდი ბანაკი იმ რვა ბანაკს შორის, რომლებიც ღაზაში 1948 წლის ომის შემდეგ აშენდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG