Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 ივნისს გაიმართება ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატები


დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 15 მაისს, რომ დათანხმდა CNN-ის მიწვევას 27 ივნისის დებატებში მონაწილეობაზე.

Reuters-ის ცნობით, ბაიდენმა X.com-ით მიმართა დონალდ ტრამპს, თავის შესაძლო მეტოქეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე: “ახლა თქვენი რიგია, დონალდ. როგორც მითხარით: სადაც გინდათ, როცა გინდათ, ნებისმიერ ადგილას”.

Fox News-ის თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს პრეზიდენტ ბაიდენთან 27 ივნისს დებატებში მიიღოს მონაწილეობა CNN-ის არხზე.

ყოფილმა პრეზიდენტმა და კენჭისყრაზე რესპუბლიკური პარტიის რეალურმა კანდიდატმა Fox News-ს უთხრა: “იქ ვიქნები. მოუთმენლად ველი მშვენიერ ატლანტაში ჩამოსვლას.”

ფორუმი

XS
SM
MD
LG