Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი თვლის, რომ რაფაჰზე ისრაელის იერიში მიუღებელია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი. 8 ივნისი, 2023 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი. 8 ივნისი, 2023 წელი

თურქეთის საგარეო საქმეა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თავის ამერიკელ კოლეგა ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მიუღებელია ღაზის სექტორში ქალაქ რაფაჰზე ისრაელის არმიის თავდასხმა.

ეს ინფორმაცია სააგენტო Reuters-ს მიაწოდა წყარომ თურქეთის დიპლომატიური წრეებიდან. ფიდანმა ბლინკენს უთხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ცეცხლი ღაზაში და აღნიშნა, რომ უნდა მოგვარდეს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი ზღუდეების მოხსნის საკითხი.

რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიშები ღაზის ომით გაჩანაგებულ ჩრდილოეთზე, სადაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მებრძოლების ნაწილი გადაჯგუფდა არეალებში, რომლებსაც ისრაელი თვეების წინ აცხადებდა ჰამასის ძალებისგან გათავისუფლებულად. რაფაჰს თავს აფარებდა მილიონზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 300 000-მდე ადამიანმა ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანების გამო დატოვა ქალაქი. ისრაელი აცხადებს, რომ რაფაჰში უნდა შევიდეს ჰამასის დასამარცხებლად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG