Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ დახმარებას მიიღებს და ვაშინგტონთან უთანხმოებას გადალახავს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ აშშ-ისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს და მოაგვარებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ იარაღის ზოგიერთი სახეობის მიწოდების შეჩერების საკითხს. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეულ ჰამასთან ბრძოლას გააგრძელებს ამერიკის მხარდაჭერის გარეშე იმის ფონზე, რასაც ვაშინგტონთან უთანხმოება უწოდა.

Reuters-ის წყაროების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელისთვის მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი განსახილველად გადასცა კონგრესს.

CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ეთერში ოთხშაბათს გავიდა, შეკითხვას, იცის თუ არა მილიარდიანი პაკეტის გადაცემის შესახებ, ნეთანიაჰუმ უარით უპასუხა და დასძინა, რომ აფასებს აშშ-ის დახმარებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG