Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ჯარებმა რუსეთის არმია აიძულეს, შეანელოს იერიში ხარკოვის ჩრდილოეთში


ხარკოვზე რუსეთის არმიის იერიშის შემდეგ. 10 მაისი, 2024 წელი
ხარკოვზე რუსეთის არმიის იერიშის შემდეგ. 10 მაისი, 2024 წელი

უკრაინის არმიის თანახმად, 16 მაისის თავდაცვითი ქმედებების შედეგად აიძულა რუსეთის ჯარები, იერიში შეანელოს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთში.

არმიის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ვოვჩანსკის ჩრდილოეთ არეალში და უკრაინის ძალები ვითარებას აკონტროლებენ.

უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება, რომ მოხდა 23 სამი საბრძოლო შეტაკება და უკრაინის არმიის პოზიციებს ცეცხლი 564-ჯერ დაუშინეს.

კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ძალები ჯავშანტექნიკის საშუალებით ცდილობენ იერიშს კროხმალნოე-ბერესტოვოეს მიმართულებით. ჩრდილოეთში რუსეთის ჯარმა ერთი იერიში მიიტანა ვესიოლოე-ზვანოვკის მიმართულებით. აქ უკრაინის პოზიციები არ შეცვლილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG